დარწმუნდით, რომ ყველაფერი ისეა, როგორც თქვენ გაქვთ წარმოდგენილი

#BeFraudSmart

თქვენ ხართ ჩვენი პარტნიორი. მიუხედავად იმისა, რომ Western Union ბევრს შრომობს თაღლითობის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ ვთვლით, რომ თაღლითობის პრევენცია ყველას პასუხისმგებლობაა. თქვენი საუკეთესო დაცვაა ჩვენი სასარგებლო რჩევებით ცნობიერების ამაღლება, თვითგანათლება და განსჯის უნარის გამოყენება. ნუ გახდებით თაღლითობის მსხვერპლი: შეიტყვეთ, როგორ შეამჩნიოთ თაღლითობის ნიშნები ან როგორ ამოიცნოთ თაღლითი, სანამ გვიანი იქნება.

Zebra-img

თაღლითობასთან დაკავშირებული გაფრთხილებები

გაცნობასთან დაკავშირებული თაღლითობა

თაღლითები უკავშირდებიან თავიანთ მსხვერპლს ინტერნეტით მისი ნდობის მოსაპოვებლად ყალბი ურთიერთობების დამყარების გზით. ნდობის დამყარების შემდეგ, თაღლითები სთხოვენ მსხვერპლს თანხას სხვადასხვა მგზავრობის საფასურის, მოსაკრებლების ან სხვა გადაუდებელი ხარჯების დასაფარად. თუ ინტერნეტში ეძებთ სიყვარულს, შეინარჩუნეთ სიფრთხილე, რომ ამოიცნოთ მინიშნებები, რადგან შესაძლოა, თქვენს ურთიერთობაში მეორე მხარე არ იყოს ის პირი, რომლადაც ის თავს ასაღებს. არასდროს გაუგზავნოთ თანხა პირს, რომელსაც პირადად არ იცნობთ.

ინტერნეტ-ვაჭრობასთან დაკავშირებული თაღლითობა

თაღლითები იყენებენ ვებსაიტებს ან ონლაინ-განცხადებებს არარსებული ნივთების რეკლამირებისთვის, მაგალითად, მობილური ტელეფონების, ღონისძიებების ბილეთებისა და ავტომობილების. ფრთხილად იყავით ონლაინ-რეკლამაში განთავსებული საქონლის საფასურის გაგზავნისას.

წინასწარ გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობა

თაღლითები თავს ასაღებენ რეალური კომპანიების წარმომადგენლებად და არწმუნებენ მსხვერპლს, წინასწარ გადაიხადოს საფასური რაიმე უფრო ღირებულის მიღების მოლოდინში, მაგალითად, სესხის, საკრედიტო ბარათის, გრანტის, ინვესტიციის ან მემკვიდრეობით მიღებული ფულის. მსხვერპლი თაღლითს უგზავნის ფულს გადარიცხვის სერვისის გამოყენებით, მაგრამ შემდეგ არაფერს იღებს სანაცვლოდ. სინამდვილეში ეს სესხები, საკრედიტო ბარათები, გრანტები, ინვესტიციები ან მემკვიდრეობით მიღებული ფული, რეალურად არც არასოდეს არსებობდა. და როგორც კი თაღლითები თანხას მიიღებენ, ისინი მყისიერად გაქრებიან.

დაიცავით საკუთარი თავი თაღლითობისაგან

  • ნუ გააგზავნით თანხას სესხის ან საკრედიტო ბარათის საკომისიოს, საბაჟო ან მიწოდების ღირებულების გადასახდელად.
  • ნუ გაუგზავნით თანხას პირს, რომელსაც პირადად არ იცნობთ.
  • იყავით ფრთხილად, როდესაც თანხას უგზავნით კომპანიას, რომლის საფოსტო მისამართი დაუდასტურებულია.
  • არ გადაიხადოთ საქონლის ან მომსახურების საფასური ფიზიკური პირისთვის ფულადი გადარიცხვით.

ფიქრობთ, რომ მოგატყუეს?

შეგვატყობინეთ ამის შესახებ. შეგიძლიათ, დაგვეხმაროთ ჩვენ და დაეხმაროთ სხვა ადამიანებს, არ გახდნენ მომავალში თაღლითობის მსხვერპლი.

დარეკეთ ჩვენს თაღლითობასთან დაკავშირებულ ცხელ ხაზზე: 0322473827.

თაღლითობის შესახებ საჩივრის შეტანა

თაღლითობის შესახებ საჩივრის შეტანა სამართალდამცავ ორგანოებში

გადააგზავნეთ საეჭვო ელწერილები მისამართზე: spoof@westernunion.com  –– არ ამოჭრათ და არ ჩასვათ ელწერილის შიგთავსი, რადგან წყაროს შესახებ ღირებული ინფორმაცია დაიკარგება.

შეიტყვეთ მეტი

თაღლითობის ტიპები

დაიცავით საკუთარი თავი თაღლითობისგან, რომელმაც შეიძლება მიიღოს სხვადასხვა ფორმა და მასშტაბი

შეიტყვეთ მეტი ხრიკების შესახებ, რომლებსაც თაღლითები იყენებენ მსხვერპლის მოსატყუებლად.

ახლავე შეამოწმეთ თქვენი ცოდნა თაღლითობის შესახებ
ჭკვიანი ადამიანები ყოველდღიურად თაღლითების მსხვერპლი ხდებიან. შეამოწმეთ თქვენი ცოდნა ფულად გზავნილებთან დაკავშირებული თაღლითობის შესახებ და შეიტყვეთ, თუ როგორ დაიცვათ თავი.

ახლავე შეამოწმეთ თქვენი ცოდნა თაღლითობის შესახებ
ჭკვიანი ადამიანები ყოველდღიურად თაღლითების მსხვერპლი ხდებიან. შეამოწმეთ თქვენი ცოდნა ფულად გზავნილებთან დაკავშირებული თაღლითობის შესახებ და შეიტყვეთ, თუ როგორ დაიცვათ თავი.

სიახლეები

Western Union მომხმარებლების განათლებისა და ცნობიერების ამაღლების გზით მათ ეხმარება, რომ ფულად გზავნილებთან დაკავშირებული თაღლითობის მსხვერპლი არ გახდნენ.

თვალი ადევნეთ ჩვენს გაფრთხილებებსა და განახლებებს

ცოდნა დაგიცავთ

თქვენ ბევრს შრომობთ შემოსავლის მისაღებად და გჭირდებათ კომპანია, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ, როდესაც საქმე ეხება თქვენი თანხების მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან გაგზავნას. ამიტომ გვსურს, დაგეხმაროთ თაღლითობისგან თავის დაცვაში.

image-and-bg-left-copy
რესურსების ცენტრი

იყავით ყურადღებით — სანამ გვიან არ არის, აღმოაჩინეთ თაღლითობის ნიშნები, რჩევების, ბროშურებისა და სხვა სასარგებლო ინფორმაციის გამოყენებით.

იყავით მომზადებული, მიიღეთ საჭირო ცოდნა და თავიდან აიცილეთ თაღლითობა
დარჩით ინფორმირებული და დარჩით დაცული. რაც მეტი ინფორმაცია გექნებათ, მით უკეთ იქნებით დაცული ბოროტმოქმედებისგან. შეგვატყობინეთ თაღლითობის შესახებ, თვალი ადევნეთ ინფორმაციას უახლეს თაღლითურ ქმედებებზე და შეიტყვეთ, როგორ ამოიცნოთ თაღლითები ამ დამატებითი რესურსების მეშვეობით.