თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ქვემოთ პასუხები თქვენს ბევრ შეკითხვასთან დაკავშირებით.
თუ მეტის გაგება გჭირდებათ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით westernunion.com-ის კლიენტთა მომსახურების ცენტრს, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნეთ ელფოსტა მისამართზე: supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7.
დიახ, შეგიძლიათ გაგზავნოთ თანხა ინტერნეტით, wu.com-დან. დანიშნულების ქვეყნის არჩევის შემდეგ, თქვენ იხილავთ თქვენთვის ხელმისაწვდომი მომსახურებების ტიპებს.
საქართველოში ფულის გადარიცხვა მარტივია. თუ პროფილი არ გაქვთ, ის უნდა შექმნათ. თქვენი პროფილის შექმნის შემდეგ, გთხოვთ დაიცვათ ეს ეტაპები:
თანხის მიხედვით, რომლის გაგზავნაც გსურთ, თქვენ უნდა დაადასტუროთ თქვენი პროფილი „თიბისი“ ბანკის ერთ-ერთ ოფისში.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები დარეგისტრირებისას, გთხოვთ დარეკოთ Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებაში, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნოთ ელფოსტა მისამართზე: supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7.
ყველა ქვეყანა, სადაც შეგიძლიათ გაგზავნოთ თანხა ინტერნეტით, საქართველოდან, შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: wu.com. თუ გირჩევნიათ, თანხა პირდაპირ საბანკო ანგარიშზე გაგზავნოთ, შეგიძლიათ ნახოთ ქვეყნების სია ინტერნეტში. გადარიცხვები საქართველოს ფარგლებში ხელმისაწვდომია.
შეგიძლიათ გადაიხადოთ ინტერნეტით, საკრედიტო ან სადებიტო ბარათის გამოყენებით (Visa® ან Mastercard® ბარათი) რომლებიც გაცემულია საქართველოში; დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებას, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნეთ ელფოსტა, მისამართზე: supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7.
თუ თქვენი პროფილი ჯერ არ არის დადასტურებული, თქვენ შეძლებთ 500 აშშ დოლარამდე (1 499 ლარი) გაგზავნას თითოეულ გადარიცხვაზე, დღეში, და 3 500 აშშ დოლარის (10 000 ლარი) გაგზავნას თვეში, დღეში სულ 5 გადარიცხვით ან თვეში 30-მდე გადარიცხვით. თქვენი პროფილის დადასტურების შემდეგ, თქვენ შეძლებთ 7 499 აშშ დოლარამდე (18 000 ლარი) თანხის გაგზავნას თითოეულ გადარიცხვაზე.
თუ მეტის გაგზავნა გსურთ, ეწვიეთ წარმომადგენლობის ოფისს
თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ხუთამდე საკრედიტო ან სადებიტო ბარათი თქვენს პროფილს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბარათის ვადა ამოიწურა ან ის დაკარგეთ, გთხოვთ ამოიღოთ ის სიიდან და დაამატოთ ახალი.
თქვენი ინტერნეტ ქვითარი გამოჩნდება, თუ თქვენი გადარიცხვა დადასტურდა. გადარიცხვის დასრულების შემდეგ, თქვენ მიიღებთ SMS-ს ან ელფოსტას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თქვენს თანხის თვალის დევნების საკონტროლო ნომერთან ერთად (MTCN).
ფულადი გზავნილების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ აუღია მიმღებს, დანიშნულების ქვეყანაში.
თუ გსურთ ფულადი გადარიცხვის გაუქმება, გთხოვთ დარეკოთ Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებაში, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნოთ ელფოსტა მისამართზე: supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7.
თქვენი ქვითარი ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტით. თქვენ ასევე შეგიძლიათ იხილოთ თქვენი წარსული გადარიცხვების დეტალები თქვენი პროფილის განყოფილებაში, მისამართზე: wu.com.
ფულადი გადარიცხვის საკონტროლო ნომერი (MTCN) არის თქვენი გადარიცხვისთვის მინიჭებული უნიკალური ნომერი. თქვენს მიმღებს დასჭირდება ეს ნომერი, თანხის ასაღებად. სხვას არავის გაუმჟღავნოთ ეს დეტალები. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია თქვენი გადარიცხვისთვის თვალის სადევნებლად.
Western Union-ის მომსახურებები არის ყველასთვის, ვისაც თანხის სწრაფად გაგზავნა ან მიღება სჭირდება. მოგზაურებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ეხმარებიან მეგობრებს ან ნათესავებს საზღვარგარეთ, საქმიანი ადამიანებისთვის, რომელთაც სჭირდებათ სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები.
Western Union-ის წარმომადგენლობები არის ჩვენი წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებსაც თქვენ გაუგზავნით ან საიდანაც მიიღებთ თანხას, ეს შეიძლება იყოს ბანკები, ფოსტები, სუპერმარკეტები, სურსათის მაღაზიები, ქვითრის განაღდების პუნქტები, საფოსტო ცენტრები, აფთიაქები, ტურისტული სააგენტოები, საწყობები, აეროპორტები, მატარებლისა და ავტობუსის სადგურები, ვალუტის ოფისები და სხვა საცალო ვაჭრობის ობიექტები.
წარმომადგენლობის ოფისის პოვნა საქართველოში ადვილია, გადადით ჩვენს წარმომადგენლობის მდებარეობის მაჩვენებელ ხელსაწყოზე.
როცა მიხვალთ ჩვენს წარმომადგენლობის ოფისში, თქვენ გთხოვენ ზოგიერთი ინფორმაციის მოწოდებას:
ყველა ამ ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ, შეგიძლიათ წარმომადგენელს მისცეთ მთლიანი თანხა, მომსახურების სათანადო საფასურის ჩათვლით.
თქვენ უნდა წარმოადგინოთ მოქმედი სახელმწიფო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ქართული პასპორტი, თანხის გასაგზავნად, Western Union-ის წარმომადგენლობის ოფისში. მისაღები პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ექვემდებარება საქართველოს საბანკო კანონებსა და დებულებებს.
ჩვეულებრივ, შეგიძლიათ გაგზავნოთ ნებისმიერი თანხა, სურვილისამებრ. თუმცა, გარკვეული თანხებისთვის, შეიძლება მოგთხოვოთ დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის მოწოდება.
ფულადი გზავნილების გადახდა, ზოგადად, ხდება ნაღდი ფულით. დანიშნულების ქვეყნის არჩევის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ წარმომადგენელს თქვენთვის ხელმისაწვდომი მომსახურებების ტიპები.
შეიძლება ამოქმედდეს სხვა შეზღუდვები. დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით Western Union-ის წარმომადგენელს , ან Westernunion.com კლიენტზე ზრუნვის განყოფილებას ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნეთ ელფოსტა მისამართზე: supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7.
თქვენ შეგიძლიათ, შეამოწმოთ თქვენი გადარიცხვის სტატუსი ინტერნეტით, თქვენ გჭირდებათ მხოლოდ გამომგზავნის სახელი და ფულადი გადარიცხვის საკონტროლო ნომერი (MTCN) დაბეჭდილი გამგზავნის ქვითარზე.
Western Union-ის წარმომადგენლობის თითოეული ოფისი თავად წყვეტს თავის სამუშაო საათებს. ზოგიერთს აქვს გახანგრძლივებული საათები და ღიაა შაბათ-კვირას.
იპოვეთ Western Union-ის წარმომადგენლობის ოფისი თქვენს მახლობლად, ჩვენი მდებარეობის მაჩვენებლის ხელსაწყოს გამოყენებით.
დიახ, Western Union-ის მომსახურება, „პირდაპირ საბანკო ანგარიშზე“, არის ადვილი და მოსახერხებელი გზა თანხის გასაგზავნად პირდაპირ მიმღების საბანკო ანგარიშზე, არჩეულ ქვეყნებში.
აირჩიეთ ჩვენი პირდაპირ საბანკო ანგარიშზე ქვეყნის ინფორმაციის ხელსაწყო იმის სანახავად, თუ რომელ ქვეყნებშია ეს მომსახურება ხელმისაწვდომი.
პირდაპირ საბანკო ანგარიშზე თანხის გასაგზავნად, აირჩიეთ მომსახურება, „პირდაპირ საბანკო ანგარიშზე“, ინტერნეტით ან წარმომადგენლობის ოფისის საშუალებით თანხის გაგზავნისას.
ის, თუ რა უნდა წარმოადგინოთ ამ სერვისის არჩევისას, იცვლება ქვეყნების მიხედვით, მაგრამ, ჩვეულებრივ, მოიცავს:
იმის გასაგებად, თუ რომელი ქვეყნებია ხელმისაწვდომი პირდაპირი საბანკო მომსახურებისათვის, გამოიყენეთ ჩვენი ქვეყნის ინფორმაციის ხელსაწყო.
ბანკის კოდი წარმოადგენს ციფრების სერიას, რომელიც გამოიყენება ბანკების იდენტიფიკაციისთვის, მთელ მსოფლიოში. ის უნდა შედგებოდეს 3-დან 23-მდე ციფრისგან, ბანკისა და ქვეყნის მიხედვით.
ბანკის კოდს შეიძლება ეწოდებოდეს:
ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება დაგჭირდეთ საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომერი (IBAN), ბანკის კოდის გარდა.
სთხოვეთ თქვენს მიმღებს ბანკის კოდი და IBAN (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ჩვენი პირდაპირ საბანკო ანგარიშზე ქვეყნის ინფორმაციის ხელსაწყოთი დამატებითი დეტალების გასაგებად.
საბანკო საიდენტიფიკაციო კოდი (BIC) გამოიყენება ბანკების იდენტიფიკაციისთვის, მთელ მსოფლიოში. BIC იგივეა, რაც SWIFT კოდი, და შედგება 8 ან 11 ციფრისგან. ჰკითხეთ თქვენს მიმღებს, საჭიროა თუ არა BIC მათ ქვეყანაში, შეგიძლიათ შეამოწმოთ ჩვენი პირდაპირ საბანკო ანგარიშზე >ქვეყნის ინფორმაციის ხელსაწყო დამატებითი დეტალებისთვის.
საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომერი (IBAN) არის კოდი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთ ქვეყანაში, მომხმარებლის საბანკო ანგარიშის იდენტიფიცირებისთვის. IBAN-ს აქვს ასო, ქვეყნის იდენტიფიცირებისთვის, რომელსაც მოჰყვება 2 ციფრი, შემდეგ კი ბანკის ანგარიშის ნომრის 35-მდე სიმბოლო. შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ჩვენი პირდაპირ საბანკო ანგარიშზე ქვეყნის ინფორმაციის ხელსაწყოთი იმის სანახავად, თუ რა მონაცემებია საჭირო თითოეული ქვეყნისთვის. სთხოვეთ თქვენს მიმღებს IBAN, საჭიროების შემთხვევაში.
პირდაპირ საბანკო ანგარიშზე ფულადი გადარიცხვები შეიძლება იცვლებოდეს ქვეყნების მიხედვით და შეიძლება დასჭირდეს ხუთი დღე1. დამატებითი დეტალებისთვის, იხელმძღვანელეთ ჩვენი პირდაპირ საბანკო ანგარიშზე ქვეყნის ინფორმაციის ხელსაწყოთი.
1. თანხის აღება წარმომადგენლობის ოფისში
თქვენ შეგიძლიათ აიღოთ თქვენი თანხა Western Union-ის წარმომადგენლობის რომელიმე ოფისში, საქართველოში.
თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა:
შეიძლება ამოქმედდეს გარკვეული შეზღუდვები.
თქვენ უნდა წარმოადგინოთ მოქმედი სახელმწიფო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ქართული პასპორტი, თანხის ასაღებად, Western Union-ის წარმომადგენლობის ოფისში. მისაღები პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ექვემდებარება საქართველოს საბანკო კანონებსა და დებულებებს.
შეგიძლიათ, შეხვიდეთ განყოფილებაში: „თვალი ადევნეთ გადარიცხვას“ მისამართზე: wu.com. აქ შეგიძლიათ აკრიფოთ გამგზავნის სახელი და ფულადი გადარიცხვის საკონტროლო ნომერი (MTCN) და მიიღებთ განახლებას თქვენი ფულადი გადარიცხვის უახლეს სტატუსზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ, დარეკოთ Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებაში, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნოთ ელფოსტა მისამართზე: supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7.
ფულადი გზავნილების გადახდა, ზოგადად, ხდება ნაღდი ფულით. შეიძლება ამოქმედდეს სხვა შეზღუდვები. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ უახლოეს Western Union-ის წარმომადგენლობის ოფისს, ან დარეკეთ Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებაში, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნეთ ელფოსტა, მისამართზე: supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7.
ყველა მისაღები საფასურის გადახდა ხდება გამომგზავნის მიერ. მიმღები გადარიცხვის საფასურს არ იხდის.
Western Union აფასებს თავის საქმიანობას და თქვენს თანხებს მაქსიმალურად სწრაფი და საიმედო გზით აგზავნის. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაიცვათ თავი თაღლითებისგან, რომლებმაც შეიძლება აიღონ თქვენი თანხა.
ქვემოთ მოცემულია ხშირად დასმული შეკითხვები თაღლითობის შესახებ. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ თაღლითობის შესახებ ინფორმირებულობის განყოფილებას აქ.
დიახ. Western Union გამოიყენეთ მხოლოდ იმისთვის, რომ თანხა გაუგზავნოთ მეგობრებს ან ოჯახს. არასოდეს გაუგზავნოთ თანხა პირს, რომელსაც პირადად არ შეხვედრიხართ. თაღლითები ზოგჯერ არწმუნებენ ადამიანებს, რომ თანხა გაუგზავნონ. თანხა არ გაუგზავნოთ ყველას, ვინც გთხოვთ ფულის გაგზავნას:
თანხის გადარიცხვის შემთხვევაში, პირი, რომელსაც თქვენ გაუგზავნით, სწრაფად მიიღებს თანხას. თანხის გადახდის შემდეგ, Western Union-მა შეიძლება ვერ შეძლოს თანხის ანაზღაურება, მაშინაც კი, თუ თაღლითობის მსხვერპლი ხართ, გარდა შეზღუდული გარემოებებისა.
თუ მიიღებთ შეტყობინებას ვინმესგან, რომელიც აცხადებს, რომ Western Union-დან არის და თქვენ ამაში დარწმუნებული არ ხართ, არ დააწკაპუნოთ არც ერთ ბმულზე, ფოსტაში. ეს შეიძლება იყოს „ფიშინგის“ მცდელობა თქვენგან საიდუმლო ინფორმაციის მისაღებად. ამის ნაცვლად, დაუყოვლებლივ დარეკეთ Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებაში, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნეთ ელფოსტა მისამართზე: wusupport@tbcbank.com.ge, ხელმისაწვდომია 24/7. Western Union არასდროს გამოგიგზავნით ელ-ფოსტას თქვენი მომხმარებლის სახელის, პაროლის ან საკრედიტო ბარათის დეტალების მოთხოვნით.
ზოგიერთ ქვეყანაში გამგზავნს სთხოვენ, წარმოადგინოს „საცდელი შეკითხვა“ და პასუხი, როდესაც ისინი იწყებენ გადარიცხვას. იმ შემთხვევებში, როდესაც „საცდელი შეკითხვა“ წარმოდგენილი იქნება გამგზავნის მიერ, მიმღებს შეიძლება მოსთხოვონ, პასუხი გასცეს მას, თანხის აღებისას. „საცდელი შეკითხვის“ ფუნქცია განკუთვნილია საგანგებო სიტუაციებისათვის, როცა საჭიროა, მიმღებმა წარმოადგინოს სათანადო იდენტიფიკაცია. ის არასდროს უნდა იქნას გამოყენებული დამატებითი უსაფრთხოების ან გადახდის გადავადების მიზნით. ბევრგან, ჩვენ გადავუხდით მიმღებს, როდესაც მიმღები წარმოადგენს სათანადო იდენტიფიკაციას, მაშინაც კი, თუ მან არ იცის პასუხი შეკითხვაზე. საქართველოში, „საცდელი შეკითხვა“ არ არის ხელმისაწვდომი გადახდისთვის.
„საცდელი შეკითხვის“ ფუნქცია განკუთვნილია საგანგებო სიტუაციებისათვის, როცა საჭიროა, მიმღებმა წარმოადგინოს სათანადო იდენტიფიკაცია. ის არასდროს უნდა იქნას გამოყენებული დამატებითი უსაფრთხოების ან გადახდის გადავადების მიზნით. ბევრგან, ჩვენ გადავუხდით მიმღებს, როდესაც მიმღები წარმოადგენს სათანადო იდენტიფიკაციას, მაშინაც კი, თუ მან არ იცის პასუხი შეკითხვაზე. საქართველოში, „საცდელი შეკითხვა“ არ არის ხელმისაწვდომი გადახდისთვის.
დაუყოვნებლივ უნდა ეწვიოთ ჩვენს წარმომადგენლობის ოფისს, ტრანზაქციაში დახმარებისთვის, რომელიც დარწმუნებული ხართ, რომ თაღლითობისთვის გაიგზავნა. თქვენ ასევე უნდა წარუდგინოთ ანგარიში თქვენს ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს. თქვენ ასევე უნდა დაუკავშირდეთ თქვენს მომხმარებლის საქმეთა სახელმწიფო ორგანოს და პოლიციის განყოფილებას, თუ გაურკვეველია ან საეჭვოა ტელეფონით, ფოსტით ან ელ-ფოსტით შუამდგომლობა.
რეგისტრაცია საჭიროა ჩვენი მომსახურებების უმრავლესობისთვის. მას შემდეგ, რაც გახსნით wu.com-ს თქვენ უნდა შეავსოთ პროფილის სარეგისტრაციო ფორმა და მიჰყვეთ ამ ნაბიჯებს:
არა, რეგისტრაცია wu.com-ზე უფასოა.
ნებისმიერ პირს, რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ პირობებს, შეუძლია გამოიყენოს ჩვენი ინტერნეტით ფულადი გადარიცხვის მომსახურება.
რეგისტრაცის მოქმედი პირადობის მოწმობით და ტელეფონის ნომრით შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.
თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ან განაახლოთ თქვენი WU პროფილის ინფორმაცია „პროფილის“ ჩანართებიდან, სისტემაში შესვლის შემდეგ.
თუ გსურთ შეცვალოთ თქვენი პირადი ინფორმაცია, გადადით თქვენს ინტერნეტ პროფილში და აირჩიეთ „პროფილის რედაქტირება“, მარჯვენა მენიუდან. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა თქვენს პროფილთან დაკავშირებით, გთხოვთ დარეკოთ Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებაში, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნოთ ელფოსტა მისამართზე: supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7
თქვენი მომხმარებლის სახელი არის თქვენი ტელეფონის ნომერი.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ვარიანტი „დამავიწყდა პაროლი“ და ახალი პაროლი გამოიგზავნება თქვენს ტელეფონის ნომერზე.
თუ არაერთხელ შეიყვანეთ არასწორი დეტალები ან თქვენი პროფილი დაბლოკილია, გთხოვთ, შეხვიდეთ თქვენს პროფილში 30 წუთის შემდეგ ან დარეკეთ Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებაში, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნეთ ელფოსტა მისამართზე: supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7.
თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი პაროლი ან მობილური ტელეფონის ნომერი „პროფილის“ გვერდზე, სისტემაში შესვლის შემდეგ. აირჩიეთ „პროფილის რედაქტირება“, მარჯვენა მხარის მენიუდან და შეცვალეთ პაროლი.
ინტერნეტ რეგისტრაციისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ ერთი ტელეფონის ნომერი.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, გთხოვთ დარეკოთ Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებაში, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნოთ ელფოსტა მისამართზე: supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7.
შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი ინტერნეტ პროფილი, Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებასთან დაკავშირებით, ნომერზე: +995322272727 ან ელფოსტის გაგზავნით, მისამართზე: supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7.
დიახ, თუ გსურთ გაგზავნოთ უფრო მაღალი თანხა, თქვენ უნდა დაადასტუროთ თქვენი პროფილი და ეწვიოთ „თიბისი“ ბანკის ოფისს. თქვენი პროფილის დადასტურების შემდეგ, თქვენ შეძლებთ 7 499 აშშ დოლარამდე (18 000 ლარი) თანხის გაგზავნას თითოეულ გადარიცხვაზე.
მას შემდეგ, რაც წარმოადგენთ მოქმედ სახელმწიფო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, „თიბისი“ ბანკის ერთ-ერთ ოფისში, თქვენ მიიღებთ დადასტურებას ელფოსტით ან SMS-ს. თუ საჭიროა გააგზავნოთ უფრო მაღალი თანხა, თქვენი გადამოწმების დასრულებამდე, გთხოვთ ეწვიოთ Western Union-ის წარმომადგენლობის ოფისს.
თქვენ შეგიძლიათ, იპოვოთ თქვენი უახლოესი ოფისი, ჩვენი მდებარეობის მაჩვენებლის ხელსაწყოს საშუალებით.
თქვენი მომხმარებლის სახელი არის თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ვარიანტი „დამავიწყდა პაროლი“ და ახალი პაროლი გამოიგზავნება თქვენს ელფოსტაზე.
თუ თქვენი პროფილი დაბლოკილია, გთხოვთ, შეხვიდეთ 30 წუთის შემდეგ ან დარეკოთ Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებაში, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნოთ ელფოსტა მისამართზე: supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7.
თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი პაროლი ნებისმიერ დროს, „პროფილის“ გვერდზე, სისტემაში შესვლის შემდეგ. აირჩიეთ „პროფილის რედაქტირება“, მარჯვენა მხარის მენიუდან და შეცვალეთ პაროლი.
ინტერნეტ რეგისტრაციისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ ერთი ელფოსტის მისამართი. მას შემდეგ, რაც თქვენს ელფოსტას დაადასტურებთ, მისი შეცვლა შეუძლებელია.
თქვენი პროფილის წასაშლელად, დაუკავშირდით Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებას, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნეთ ელფოსტა, მისამართზე: supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7.
ჩვენი კლიენტების დაცვის მიზნით ყველა ფულად გადარიცხვას ვამოწმებთ მის უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად. სხვადასხვა მიზეზის გამო, შესაძლოა, გთხოვოთ, რომ წარმოადგინოთ დამატებითი ინფორმაცია, სანამ ჩვენი სერვისებით სარგებლობის გაგრძელების საშუალებას მოგცემთ.
დამატებითი ინფორმაცია გვჭირდება იმისთვის, რომ გავიგოთ, რატომ იყენებთ Western Union-ს, ასევე დავადგინოთ, რა კავშირი გაქვთ იმ პირთან ან სუბიექტთან, რომელთანაც ახორციელებთ ტრანზაქციას. რაც მეტ ინფორმაციას მოგვაწვდით, მით უფრო სწრაფად შევძლებთ თქვენი მოთხოვნის შესრულებას.
ჩვენს სერვისებზე წვდომის განსაახლებლად შეასრულეთ ქვემოთ მოცემული ნაბიჯები:
მას შემდეგ, რაც მივიღებთ თქვენს შევსებულ კითხვარს და საჭირო დოკუმენტაციას, პასუხს 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცნობებთ ელფოსტით.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეიძლება დაგიკავშირდეთ კითხვარში მითითებული ელფოსტის მისამართის მეშვეობით.
ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია. თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასაცავად ჩვენ ვიყენებთ საორგანიზაციო, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დაცვის საშუალებებს, რომლებიც შეესაბამება მოქმედ სამთავრობო კანონებსა და რეგულაციებს. ასევე, ვზღუდავთ წვდომას ჩვენ მიერ დამუშავებულ პერსონალურ ინფორმაციაზე იმისთვის, რომ ეს წვდომა მხოლოდ იმ ჩვენს თანამშრომლებს, აგენტებსა და წარმომადგენლებს ჰქონდეთ, რომლებსაც ის სჭირდებათ საქმიანი მიზნებისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ ჩვენი წესები და პირობები და ონლაინ კონფიდენციალურობის დებულება.
1 თანხები შეიძლება დაგვიანდეს ან მომსახურება არ იყოს ხელმისაწვდომი ტრანზაქციის გარკვეული პირობების, მათ შორის გაგზავნილი თანხის ოდენობის, დანიშნულების ქვეყნის, ვალუტის ხელმისაწვდომობის, მარეგულირებელი და გაცვლითი კურსის საკითხების, მიმღების მოქმედებ(ებ)ის, იდენტიფიკაციის მოთხოვნების, წარმომადგებლობის სამუშაო საათების, დროის სარტყელის სხვაობების, ან დაგვიანებული ოფციების არჩევის გამო. შეიძლება ამოქმედდეს დამატებითი შეზღუდვები. დეტალებისთვის იხილეთ პირობები