< ინფორმაცია თაღლითობის შესახებ

საგანმანათლებლო და საინფორმაციო ცენტრი

Western Union ახალ ამბებში

ივნ, 2018

როგორ ებრძვის Western Union თაღლითობას

ავტორი ბრიტნი მაიერი

დარჩით ინფორმირებული

Western Union მომხმარებლების განათლებისა და ცნობიერების ამაღლების გზით მათ ეხმარება, რომ ფულად გზავნილებთან დაკავშირებული თაღლითობის მსხვერპლი არ გახდნენ.

თვალი ადევნეთ ჩვენს გაფრთხილებებსა და განახლებებს

სასარგებლო ინფორმაცია

თქვენ ხართ ჩვენი პარტნიორი.
მიუხედავად იმისა, რომ Western Union ბევრს შრომობს თაღლითობის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ ვთვლით, რომ თაღლითობის პრევენცია ყველას პასუხისმგებლობაა.
თქვენი საუკეთესო დაცვაა ჩვენი სასარგებლო რჩევებით ცნობიერების ამაღლება, თვითგანათლება და განსჯის უნარის გამოყენება.
ნუ გახდებით თაღლითობის მსხვერპლი: შეიტყვეთ, როგორ შეამჩნიოთ თაღლითობის ნიშნები ან როგორ ამოიცნოთ თაღლითი, სანამ გვიანი იქნება.

აკრძალვები ფულის გადარიცხვასთან დაკავშირებით

შეამცირეთ თქვენი შანსი, რომ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი — გაეცანით მითითებულ რვა პუნქტს, რომელშიც მითითებულია, რა არ უნდა გააკეთოთ არასოდეს ფულის გადარიცხვის სერვისის გამოყენებისას.

  1. არასდროს გაუგზავნოთ თანხა ადამიანებს, რომლებსაც პირადად არ იცნობთ.
  2. არასდროს გააგზავნოთ თანხა ლატარიის ან მოგებული პრიზების გადასახადების ან მოსაკრებლების გადასახდელად.
  3. არასდროს გამოიყენოთ საკონტროლო შეკითხვა, როგორც უსაფრთხოების დამატებითი ზომა თქვენი ტრანზაქციის დასაცავად.
  4. არასდროს მიაწოდოთ თქვენი საბანკო რეკვიზიტები იმ ადამიანებს ან კომპანიებს, რომლებსაც არ იცნობთ.
  5. არასდროს გაგზავნოთ თანხა წინასწარ სესხის ან საკრედიტო ბარათის მისაღებად.
  6. არასდროს გაგზავნოთ თანხა საგანგებო სიტუაციებში გამოსაყენებლად, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ეს საგანგებო სიტუაცია ნამდვილად მოხდა.
  7. არასდროს გაგზავნოთ ჩეკით მიღებული თანხები ოფიციალურ კლირინგამდე, რასაც შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს.
  8. არასდროს გაუგზავნოთ თანხა ფიზიკურ პირს ონლაინ-შეძენისთვის.

შეიტყვეთ მეტი სხვადასხვა ტიპის თაღლითობის შესახებ

თაღლითობის ზოგადი ნიშნები
  • თაღლითებს ბევრი საპატიო მიზეზი აქვთ, თუ რატომ ვერ გხვდებიან პირადად. ისინი ასახელებენ უამრავ მიზეზს, თუ რატომ სჭირდებათ ფული და ყოველთვის იქმნება შთაბეჭდილება, რომ გასაჭირში არიან.
  • თაღლითები აცხადებენ, რომ ისინი მოხვდნენ ავტოსაგზაო შემთხვევაში ან რომ მოულოდნელი ოჯახური ტრაგედია შეემთხვათ ზუსტად თვითმფრინავში ჩაჯდომამდე, როდესაც თქვენთან შესახვედრად მოდიოდნენ, ან რომ დააკავეს საბაჟოზე და სჭირდებათ თანხა გასათავისუფლებლად.
  • თაღლითები აგრძელებენ თვითმფრინავის ბილეთისთვის თანხის თხოვნას, რომ თქვენთან შესახვედრად წამოვიდნენ, ან ხელფასამდე „თავი გაიტანონ“.
  • თაღლითებს თანხა სჭირდებათ, რადგან ისინი გაძარცვეს და მათი ფული, პასპორტი და პირადობის მოწმობა მოიპარეს მოგზაურობის დროს.
  • თაღლითები გთხოვენ, გაუგზავნოთ თანხა მეგობრის ან ოჯახის წევრის სახელზე, რათა დაადასტუროთ, რომ გაქვთ სახსრები, ან იმოქმედოთ, როგორც ესქრო, სანამ არ მიიღებთ შეძენილ საქონელს ან მომსახურებებს.
  • თაღლითები აცხადებენ, რომ ისინი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვნენ, საავადმყოფოში არიან და მათი სამედიცინო გადასახადები სრულად უნდა დაიფაროს, სანამ გამგზავრებას შეძლებენ.
ელწერილები და ფიშინგი

პაროლები და იდენტიფიკატორები კიბერბოროტმოქმედებისთვის ძალიან ძვირფასია. ფიშინგული ელწერილების დაგზავნა უამრავ შემთხვევით ელფოსტის მისამართზე, ერთ-ერთი მარტივი მეთოდია, რომლითაც თაღლითები იპარავენ ინფორმაციას მიმნდობი ადამიანებისგან. ელწერილი სავარაუდოდ ფიშინგურია, თუ:

  • ელწერილი ცუდად არის დაწერილი და შეიცავს მართლწერის ან გრამატიკულ შეცდომებს, ან რომელშიც ცნობილი კომპანიის სახელი არასწორად წერია.
  • ველში „მიმღები“ თქვენი სახელი არ არის მითითებული. ეს ელწერილი, სავარაუდოდ, ათასობით ადამიანს გაეგზავნა.
  • ელწერილი შეიცავს გამგზავნის ელფოსტის საეჭვო მისამართს; შეიძლება შეიცავდეს ცნობილი კომპანიის ან სამთავრობო ორგანიზაციის სახელწოდებას, რომელიც შეცდომით წერია.
  • ელწერილში არ არის გამოყენებული თქვენი სახელი. ნებისმიერმა ფინანსურმა დაწესებულებამ, სადაც გაქვთ ანგარიში, იცის თქვენი სახელი. ელწერილი, რომელიც იწყება სიტყვებით „ძვირფასო მომხმარებელო“, „ყველა დაინტერესებული პირის საყურადღებოდ“ ან თუნდაც „გამარჯობა“, თაღლითობაზე მიგანიშნებთ.
  • URL არის ყალბი. მიიტანეთ მაუსის ისარი ბმულთან „დააწკაპუნეთ აქ“ ან „მოქმედების ახლა შესრულება“. თუ კომპანიის ოფიციალური ვებსაიტის ნაცვლად ხედავთ უცნაურ URL-ს, არ დააწკაპუნოთ.
  • წერილში გაცნობებენ, რომ თქვენს ანგარიშზე დაფიქსირდა უსაფრთხოების პრობლემა და თუ არ განახორციელებთ ელწერილში რეკომენდებულ ქმედებას, თქვენი ანგარიშის მოქმედება დროებით შეჩერდება.
  • ელწერილში მოითხოვენ თქვენს პირად, საკრედიტო ბარათის ან ონლაინ-ანგარიშის მონაცემებს ან ის გადაგამისამართებთ ვებსაიტზე, რომელიც ამას მოითხოვს. ოფიციალური კომპანიები ამას, ჩვეულებრივ, არ აკეთებს.

 

თუ მიიღეთ საეჭვო ელწერილი:

  • არ გახსნათ ის; სასწრაფოდ წაშალეთ.
  • არ გადახვიდეთ ელწერილში მოცემულ ბმულებზე, მაშინაც კი, თუ ეს ბმული გთავაზობთ გამომგზავნის „გამოწერის გაუქმებას“ და არ გახსნათ ელწერილში მიმაგრებული ფაილები.
  • Western Union არასდროს გამოგიგზავნით ელწერილს თქვენი პირადობის მოწმობის, პაროლის ან პირადი ინფორმაციის მოთხოვნით. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ელწერილი Western Union-მა გამოგიგზავნათ, არ გახსნათ ბმულები, არ დააწკაპუნოთ დანართებზე და არ მიუთითოთ პაროლი ან მომხმარებლის იდენტიფიკატორები.

გადააგზავნეთ ელწერილი მისამართზე: spoof@westernunion.com და შემდეგ წაშალეთ ის.