მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტის მეშვეობით უფრო მეტ ინფორმაციაზე გვაქვს წვდომა, ვიდრე ოდესმე, თანამედროვე ციფრულმა ეპოქამ თაღლითებს გაუადვილა თაღლითური საქმიანობა. თაღლითებმა მიაგნეს სხვა ადამიანების თანხების დაუფლების უთვალავ გზას, იქნება ეს სოციალურ ქსელებში ყალბი პუბლიკაციები თუ ფინანსური ანგარიშების პაროლების ფიშინგი.

ისინი იყენებენ ნებისმიერ საშუალებას მსხვერპლთან კონტაქტის დასამყარებლად—ტელეფონი, ლოკოკინა ფოსტა, ელფოსტა და ინტერნეტი.

ისინი მოიპოვებენ თქვენს ნდობას და როდესაც ანკესზე წამოედებით, გთხოვენ ფულს; შემდეგ ისინი იღებენ ამ ფულს და გარბიან.

სცენარები, რომლებსაც ისინი იყენებენ თქვენს შესატყუებლად, მუდმივად იცვლება. მაგრამ თუ შეიარაღდებით თაღლითობის ყველაზე გავრცელებული სახეობების შესახებ ცოდნით, თქვენ დაიცავთ საკუთარ თავს და თქვენს მეგობრებსა და ოჯახს.

დარჩით ინფორმირებული

Western Union მომხმარებლების განათლებისა და ცნობიერების ამაღლების გზით მათ ეხმარება, რომ ფულად გზავნილებთან დაკავშირებული თაღლითობის მსხვერპლი არ გახდნენ.

თვალი ადევნეთ ჩვენს გაფრთხილებებსა და განახლებებს

თაღლითობის ტიპები

წინასწარ ანგარიშსწორებასთან / საავანსო გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობა

მსხვერპლს სთხოვენ, წინასწარ გადაიხადოს ისეთი ფინანსური მომსახურების საფასური, რომელიც მას არასდროს მიუღია. ხშირად, დაზარალებულები თანმიმდევრულად აგზავნიან თანხებს სხვადასხვა საავანსო გადასახადის სახით. გავრცელებულ მეთოდებში შედის: საკრედიტო ბარათები, გრანტები, სესხები, მემკვიდრეობა ან ინვესტირება.

დაკავშირებული მასალა:
გადასახადების სფეროს თაღლითობა, ტელემარკეტინგი, იმიგრაციასთან დაკავშირებული თაღლითობა, ქველმოქმედებასთან დაკავშირებული თაღლითობა, თაღლითობა სოციალურ ქსელებში, ყალბ ჩეკთან დაკავშირებული თაღლითობა, ხანშიშესული ადამიანების მოტყუებასთან დაკავშირებული თაღლითობა

სტატიები:
წინასწარ და საავანსო გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობისგან დაცვის 4 გზა, გაეცანით თაღლითობას სტუდენტებთან მიმართებაში

image-no-BG-left-300x243-1

ანტივირუსულ დაცვასთან დაკავშირებული თაღლითობა

თაღლითი მსხვერპლს უკავშირდება და უმტკიცებს, რომ ის ცნობილი კომპიუტერული ან პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის თანამშრომელია, მსხვერპლის კომპიუტერში კი აღმოჩენილია ვირუსი. ვირუსის წასაშლელად და კომპიუტერის დასაცავად, თაღლითი ურჩევს მსხვერპლს მცირე საფასურის გადახდას საკრედიტო ბარათით ან ფულადი გადარიცხვით. სინამდვილეში, კომპიუტერში არავითარი ვირუსი არ იყო და მსხვერპლი კომპიუტერის დასაცავად გაგზავნილ თანხას უბრალოდ კარგავს.

დაკავშირებული მასალა:
წინასწარ ანგარიშსწორებასთან / საავანსო გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობა, პირადი მონაცემების მოპარვა, ფიშინგი

სტატია:
ტექნიკურ სფეროში თაღლითობისგან დაცვის 5 გზა

Fraud-Icon-01

ქველმოქმედებასთან დაკავშირებული თაღლითობა

ხშირად, მსხვერპლს უცნობი პირი უკავშირდება ელექტრონული თუ ჩვეულებრივი ფოსტით ან ტელეფონით და სთხოვს შემოწირულობის გაგზავნას ფულადი გადარიცხვის გზით, ბოლოდროინდელი მოვლენის, მაგალითად, კატასტროფის ან საგანგებო სიტუაციის (როგორიცაა წყალდიდობა, ციკლონი ან მიწისძვრა) შედეგად დაზარალებული ფიზიკური პირების დასახმარებლად. კანონის ფარგლებში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციები არასდროს ითხოვს შემოწირულობების გაგზავნას ფიზიკური პირისთვის ფულის გადარიცხვის გზით.

დაკავშირებული მასალა:
წინასწარ ანგარიშსწორებასთან / საავანსო გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობა, ფიშინგი, SMS-ით ფიშინგთან დაკავშირებული თაღლითობა/სმიშინგი

სტატიები:
Western Union და Better Business Bureau გაფრთხილებენ ქველმოქმედებასთან დაკავშირებული თაღლითობის შესახებ საქველმოქმედო აქციების დროს, 6 რჩევა ქველმოქმედებასთან დაკავშირებული თაღლითობის თავიდან ასაცილებლად

Charity

საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული თაღლითობა

მსხვერპლს აჯერებენ, რომ ის უგზავნის თანხას მეგობარს ან საყვარელ ადამიანს, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება თანხა მსხვერპლი სასწრაფოდ რიცხავს თანხას, რადგან ბოროტად იყენებენ მისი მხრიდან საყვარელი ადამიანის მიმართ ზრუნვას.

დაკავშირებული მასალა:
ხანშიშესული ადამიანების მოტყუებასთან დაკავშირებული თაღლითობა, წინასწარ ანგარიშსწორებასთან / საავანსო გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობა

სტატია:
Western Union და Better Business Bureau ერთიანდება მომხმარებლების საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული თაღლითობისგან დასაცავად

EmergencyBernie

დასაქმებასთან დაკავშირებული თაღლითობა

მსხვერპლი ეხმიანება განცხადებას ვაკანსიის შესახებ და საქმდება ფიქტიურ სამუშაოზე, საიდანაც იღებს სამუშაოსთან დაკავშირებული თანმხლები ხარჯების ყალბ ჩეკს. ჩეკის თანხა აღემატება მსხვერპლის ხარჯებს და დაზარალებული უკან აგზავნის თანხის სხვაობას გადარიცხვის მეშვეობით. როდესაც ბანკი უარს ამბობს ჩეკის განაღდებაზე, დაზარალებულს ეკისრება პასუხისმგებლობა სრულ თანხაზე.

დაკავშირებული მასალა:
საიდუმლო მყიდველების მომსახურებასთან დაკავშირებული თაღლითობა, ყალბ ჩეკთან დაკავშირებული თაღლითობა

სტატია:
დასაქმებასთან დაკავშირებული 3 სახის თაღლითობა და რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ, არ გახდეთ მსხვერპლი

Employment

გამოძალვა

სიცოცხლისთვის საშიში მუქარა, დაპატიმრების მუქარა ან თაღლითების სხვა მოთხოვნები მსხვერპლისგან იძულების გზით, თითქოს ვალის სახით არსებული თანხის, ქონების ან მომსახურების უკანონოდ მოსაპოვებლად და მუქარა აღნიშნულთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე უარის თქმის შემთხვევაში.

დაკავშირებული მასალა:
წინასწარ ანგარიშსწორებასთან / საავანსო გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობა, გაცნობასთან დაკავშირებული თაღლითობა, იმიგრაციასთან დაკავშირებული თაღლითობა, გადასახადების სფეროს თაღლითობა, საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული თაღლითობა, ანტივირუსულ დაცვასთან დაკავშირებული თაღლითობა, ფიშინგი

Fraud-Icon-04

ყალბ ჩეკთან დაკავშირებული თაღლითობა

თაღლითები ხშირად უგზავნიან მსხვერპლს ჩეკს და სთხოვენ ჩეკზე არსებული თანხის ანგარიშზე შეტანას და თანხის გამოყენებას ხელფასის გადასახდელად, ინტერნეტით შესყიდვებისთვის, საიდუმლო შესყიდვებისთვის და ა.შ. ჩეკი არის ყალბი (ფალსიფიცირებული) და მსხვერპლს ეკისრება პასუხისმგებლობა ჩეკიდან გამოყენებულ ნებისმიერ თანხაზე. გახსოვდეთ, ანგარიშზე შეტანილი ჩეკის თანხები არ უნდა იქნას გამოყენებული ჩეკის ოფიციალურ კლირინგამდე, რასაც შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

დაკავშირებული მასალა:
წინასწარ ანგარიშსწორებასთან / საავანსო გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობა, საიდუმლო მყიდველების მომსახურებასთან დაკავშირებული თაღლითობა, დასაქმებასთან დაკავშირებული თაღლითობა, ზედმეტი თანხის გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობა, ინტერნეტ-ვაჭრობასთან დაკავშირებული თაღლითობა, ლატარეასთან / პრიზის მიღებასთან დაკავშირებული თაღლითობა, უძრავი ქონების გაქირავებასთან დაკავშირებული თაღლითობა

სტატია:
როგორ ავიცილოთ თავიდან ყალბ ჩეკთან დაკავშირებული თაღლითობა

Fraud-Icon-02

ხანშიშესული ადამიანების მოტყუებასთან დაკავშირებული თაღლითობა

ეს არის თაღლითობის სახეობა, რომელიც დაკავშირებულია საგანგებო სიტუაციასთან.

მსხვერპლს უკავშირდება პირი, რომელიც თავს ასაღებს გასაჭირში მყოფ შვილიშვილად, ან სანდო პირად, როგორიცაა მედიცინის მუშაკი, სამართალდამცველი ან იურისტი.

თაღლითი აღწერს საგანგებო სიტუაციას ან რთულ შემთხვევას (გირაოს აუცილებლობას, სამედიცინო ხარჯებს, საგანგებო მოგზაურობის ხარჯებს) შვილიშვილთან დაკავშირებით, რომელიც საჭიროებს ფულადი თანხის დაუყოვნებლივ გაგზავნას.
არანაირი გადაუდებელი შემთხვევა არ მომხდარა და მსხვერპლი, რომელმაც შვილიშვილის დასახმარებლად აგზავნის თანხას, კარგავს მას.

დაკავშირებული მასალა:
წინასწარ ანგარიშსწორებასთან / საავანსო გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობა, საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული თაღლითობა

სტატია:
6 რჩევა და რეკომენდაცია ხანშიშესული ადამიანების მოტყუებასთან დაკავშირებული თაღლითობის თავიდან ასაცილებლად

image-no-BG-left-3

პირადი მონაცემების მოპარვა

პირადი მონაცემების ქურდები იყენებენ პერსონალურ ინფორმაციას (მაგ., სოციალური დაზღვევის ნომრებს, საბანკო ანგარიშის მონაცემებს და საკრედიტო ბარათების ნომრებს) სხვა პირად თავის გასასაღებლად. შესაძლოა, ეს მოიცავდეს საკრედიტო ანგარიშის გახსნას, არსებული ანგარიშიდან სახსრების გატანას, საგადასახადო დეკლარაციის წარდგენას ან სამედიცინო დაზღვევის ანაზღაურების მიღებას.

დაკავშირებული მასალა:
ინტერნეტ-ვაჭრობასთან დაკავშირებული თაღლითობა, ფიშინგი, SMS-ით ფიშინგთან დაკავშირებული თაღლითობა/სმიშინგი, თაღლითობა სოციალურ ქსელებში, წინასწარ ანგარიშსწორებასთან / საავანსო გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობა, იმიგრაციასთან დაკავშირებული თაღლითობა, გადასახადების სფეროს თაღლითობა, დასაქმებასთან დაკავშირებული თაღლითობა, ანტივირუსულ დაცვასთან დაკავშირებული თაღლითობა, გაცნობასთან დაკავშირებული თაღლითობა

Fraud-Icon-05

იმიგრაციასთან დაკავშირებული თაღლითობა

მსხვერპლს ურეკავს უცნობი პირი, რომელიც აცხადებს, რომ საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომელია და რომ მსხვერპლს აქვს საიმიგრაციო დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემა. მან შეიძლება ახსენოს პერსონალური ინფორმაცია და კონფიდენციალური მონაცემები მსხვერპლის საიმიგრაციო სტატუსთან დაკავშირებით, რათა ამბავი უფრო დამაჯერებლად ჟღერდეს. თაღლითი დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად თანხის დაუყოვნებლივ გადარიცხვას ითხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში დეპორტაციით ან პატიმრობით იმუქრება.

დაკავშირებული მასალა:
წინასწარ ანგარიშსწორებასთან / საავანსო გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობა, ზედმეტი თანხის გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობა, საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული თაღლითობა

სტატია:
6 რჩევა იმიგრაციასთან დაკავშირებული თაღლითობისგან თავის დასაცავად

Immigration

ინტერნეტ-ვაჭრობასთან დაკავშირებული თაღლითობა

მსხვერპლი შეიძლება იძენდეს ან ყიდიდეს საქონელს (მაგ., შინაურ ცხოველებს, ავტომობილებს) ან სერვისებს, რომლებიც რეკლამირდება ინტერნეტში Craigslist, eBay, Alibaba, Gumtree, carsales.com და სხვა პლატფორმების მეშვეობით. თაღლითები თავს აჩვენებენ, რომ კანონიერი ონლაინ-გამყიდველები არიან, ყალბი ვებსაიტით ან ყალბი რეკლამით ნამდვილ საიტზე, რეკლამას უწევენ საქონელს დაბალ ფასად. ისინი გთხოვენ, გადაიხადოთ შეკვეთის საფასური წინასწარი გადახდის ბარათის ან ფულადი გადარიცხვის მეშვეობით. თანხის გაგზავნის შემდეგ მსხვერპლი არ იღებს შეძენილ საქონელს ან მომსახურებას. ასევე, თაღლითები თავს ასაღებენ მყიდველებად და გასაყიდ ფასზე მეტ თანხას აგზავნიან, შემდეგ სთხოვენ გამყიდველს, რომ სხვაობა დაუბრუნონ ფულადი გადარიცხვის გზით.

დაკავშირებული მასალა:
ზედმეტი თანხის გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობა, უძრავი ქონების გაქირავებასთან დაკავშირებული თაღლითობა, ყალბ ჩეკთან დაკავშირებული თაღლითობა

სტატიები:
თაღლითობასთან დაკავშირებული გაფრთხილება: იზრდება ლეკვების ონლაინ-შეძენასთან დაკავშირებული თაღლითობის შემთხვევები, რჩევები ამ სადღესასწაულო სეზონზე ინტერნეტში ყიდვასთან დაკავშირებული თაღლითობებისგან დასაცავად, დაიცავით თავი COVID-19-თან დაკავშირებული თაღლითობისგან

image-no-BG-left-7

ლატარეასთან / პრიზის მიღებასთან დაკავშირებული თაღლითობა

მსხვერპლს ეუბნებიან, რომ მან მოიგო პრიზი, ლატარიაში ან ტოტალიზატორში და მან მოგების გადასახადების ან მოსაკრებლების დასაფარად თანხა უნდა გაგზავნოს. ზოგ შემთხვევაში, მსხვერპლმა შეიძლება მიიღოს ჩეკი მოგების ნაწილის სახით და როგორც კი ჩეკი განთავსდება ბანკში და თანხა გაიგზავნება, ბანკი უარს ამბობს ჩეკის განაღდებაზე.

დაკავშირებული მასალა:
წინასწარ ანგარიშსწორებასთან / საავანსო გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობა, ყალბ ჩეკთან დაკავშირებული თაღლითობა

სტატიები:
7 რჩევა, თუ როგორ არ გახდეთ ლატარეაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებული თაღლითობის მსხვერპლი , როგორ არ გახდეთ ტოტალიზატორის თამაშებთან დაკავშირებული თაღლითობის მსხვერპლი

Lottery

ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული თაღლითობა

სოციალური ქსელები გამოიყენება ახალი მსხვერპლის ძველ, სწრაფი გამდიდრების სქემაში ჩასართავად, სადაც მომხმარებლები რეკლამას უწევენ 100 აშშ დოლარის 1000 აშშ დოლარად გადაქცევის ხერხებს ფინანსური პირამიდის სქემის მეშვეობით. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ინვესტორებს სთავაზობენ, ისარგებლონ ფულადი სისტემის თავისებურებებით, დახარჯონ დამატებითი ფული და რამდენიმე ასეული აშშ დოლარი ათასობით აშშ დოლარად გადააქციონ. მას შემდეგ, რაც თაღლითები იღებენ წვდომას ფულად სახსრებზე, ისინი წყვეტენ მსხვერპლთან კავშირზე გასვლას სოციალური ქსელებით ან ტელეფონით.

დაკავშირებული მასალა:
თაღლითობა სოციალურ ქსელებში, წინასწარ ანგარიშსწორებასთან / საავანსო გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობა

სტატია:
გამდიდრება, თუ ფულის დაკარგვა? როგორ არ გახდეთ ინტერნეტში თაღლითობის მსხვერპლი

MoneyFlip

სამხედრო პირებთან დაკავშირებული თაღლითობა

სამხედრო მოსამსახურეები თაღლითებისთვის მიმზიდველი სამიზნე არიან რამდენიმე მიზეზის გამო. თაღლითები ბოროტად იყენებენ სამხედროების მიმართ ფართოდ გავრცელებულ აღფრთოვანებას და თავს ასაღებენ სამხედრო მოსამსახურეებად, რათა აიძულონ ადამიანები, რომ მათ თანხა გადაუგზავნონ.

დაკავშირებული მასალა:
გაცნობასთან დაკავშირებული თაღლითობა, წინასწარ ანგარიშსწორებასთან / საავანსო გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობა, საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული თაღლითობა, ქველმოქმედებასთან დაკავშირებული თაღლითობა, დასაქმებასთან დაკავშირებული თაღლითობა

სტატიები:
თაღლითობის უახლესი სახეობები: თაღლითები თავს სამხედროებად ასაღებენ, თაღლითები თავს სამხედროებად ასაღებენ ინტერნეტში

Military

საიდუმლო მყიდველების მომსახურებასთან დაკავშირებული თაღლითობა

თაღლითი დაუკავშირდება მსხვერპლს დასაქმების ვებსაიტის მეშვეობით, ან მსხვერპლი პასუხობს სარეკლამო განცხადებას დასაქმების შესაძლებლობის შესახებ და მას სთხოვენ ფულის გადარიცხვის სერვისის შეფასებას. თაღლითი ხშირად უგზავნის მსხვერპლს ჩეკს და ავალებს, გამოუგზავნოს თანხა ფულადი გადარიცხვის მეშვეობით, ჩეკის თანხის ნაწილი დაიტოვოს ანაზღაურების სახით. მსხვერპლი აგზავნის ფულს, თაღლითი აიღებს მას და როდესაც ბანკი უარს ამბობს ჩეკის თანხის ანაზღაურებაზე, მსხვერპლს ეკისრება პასუხისმგებლობა სრულ თანხაზე.

დაკავშირებული მასალა:
ყალბ ჩეკთან დაკავშირებული თაღლითობა, დასაქმებასთან დაკავშირებული თაღლითობა, წინასწარ ანგარიშსწორებასთან / საავანსო გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობა

სტატია:
რატომ მოითხოვს საიდუმლო მყიდველად დასაქმების შეთავაზებები საგულდაგულოდ შემოწმებას

MysteryShop

ზედმეტი თანხის გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობა

თაღლითი, მომსახურების ან პროდუქტის საფასურის გადახდის სახით, მსხვერპლს უგზავნის ჩეკს, რომელიც ნამდვილს ჰგავს. როგორც წესი, ჩეკის თანხა აღემატება თანხას, რომელსაც მსხვერპლი ელოდება და თაღლითი სთხოვს მსხვერპლს, სხვაობის უკან დაბრუნებას ფულის გადარიცხვის გზით. როდესაც ბანკი უარს ამბობს ჩეკის განაღდებაზე, მსხვერპლს ეკისრება პასუხისმგებლობა სრულ თანხაზე.

დაკავშირებული მასალა:
ინტერნეტ-ვაჭრობასთან დაკავშირებული თაღლითობა, ყალბ ჩეკთან დაკავშირებული თაღლითობა, წინასწარ ანგარიშსწორებასთან / საავანსო გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობა

სტატია:
იყავით ფრთხილად: გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობის გავრცელებული ტიპები ონლაინ ყიდვა-გაყიდვისას

Overpayment

ფიშინგი

თაღლითები თავს ასაღებენ სანდო ორგანიზაციად, როგორიცაა ბანკი ან იპოთეკური კომპანია, რაც მიზნად ისახავდა მსხვერპლის შეცდომაში შეყვანას პერსონალური ინფორმაციაზე ან პაროლებზე წვდომის მისაღებად. ფიშინგი არის თაღლითობის მცდელობა, რომელიც როგორც წესი, ხორციელდება ელფოსტით (თუმცა, შეიძლება განხორციელდეს ტელეფონით ან ტექსტური შეტყობინებითაც), თქვენი პერსონალური ინფორმაციის მოპოვების ან თქვენს კომპიუტერში მავნე კოდის ან პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელების მიზნით.

დაკავშირებული მასალა:
გაცნობასთან დაკავშირებული თაღლითობა, გამოძალვა, საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული თაღლითობა, თაღლითობა სოციალურ ქსელებში, SMS-ით ფიშინგთან დაკავშირებული თაღლითობა/სმიშინგი

სტატია:
ამოიცანით ფიშინგის გამაფრთხილებელი ნიშნები

Phishing

გაცნობასთან დაკავშირებული თაღლითობა

მსხვერპლს მიაჩნია, რომ აქვს პირადი ურთიერთობა პირთან, რომელიც გაიცნო ინტერნეტში სოციალური ქსელების საშუალებით, ონლაინ-ფორუმზე ან გაცნობის ვებსაიტზე. ხშირად, მსხვერპლს ემოციური დამოკიდებულება აქვს თაღლითის მიმართ და მიმღებს საყვარელ ადამიანად მოიხსენებს.

დაკავშირებული მასალა:
თაღლითობა სოციალურ ქსელებში, სამხედრო პირებთან დაკავშირებული თაღლითობა, საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული თაღლითობა, გამოძალვა

სტატია:
ინტერნეტში სიყვარულის ძიება 2016 წელს

Romance

უძრავი ქონების გაქირავებასთან დაკავშირებული თაღლითობა

მსხვერპლი აგზავნის თანხას ქონებაზე იჯარის დეპოზიტის სახით და შემდეგ ვერ იღებს წვდომას აღნიშნულ ქონებაზე, ან თუ მსხვერპლი არის ქონების მფლობელი, თაღლითი უგზავნის ჩეკს დამქირავებლის სახელით და სთხოვს ფულის ნაწილის უკან დაბრუნებას გადარიცხვის სახით, ხოლო შემდეგ ბანკი უარს ამბობს ჩეკის განაღდებაზე.

დაკავშირებული მასალა:
ინტერნეტ-ვაჭრობასთან დაკავშირებული თაღლითობა, ყალბ ჩეკთან დაკავშირებული თაღლითობა, ზედმეტი თანხის გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობა

სტატიები:
Western Union და Better Business Bureau ებრძვის უძრავი ქონების ინტერნეტში გაქირავებასთან დაკავშირებულ თაღლითობას, მომხმარებელმა უნდა იცოდეს, თუ როგორ დაიცვას თავი უძრავი ქონების გაქირავებასთან დაკავშირებული თაღლითობისგან

Rental

თაღლითობა სოციალურ ქსელებში

თუ კიბერდამნაშავე მოიპოვებს წვდომას თქვენს სოციალური ქსელების ანგარიშებზე, ის, ასევე, მიიღებს წვდომას თქვენს ახლო მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე. ბოროტმოქმედებსა და თაღლითებს შეუძლიათ, ისარგებლონ ადამიანების მიერ ინტერნეტში გაზიარებული ვრცელი პერსონალური ინფორმაციით და შემდეგ ოსტატურად და მიზანმიმართულად გამოიყენონ აღნიშნული ინფორმაცია მეგობრებისა თუ ახლობლების მოსატყუებლად, ხშირად თანხის მოთხოვნის მიზნით.

დაკავშირებული მასალა:
ფიშინგი, საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული თაღლითობა, ხანშიშესული ადამიანების მოტყუებასთან დაკავშირებული თაღლითობა, სამხედრო პირებთან დაკავშირებული თაღლითობა, SMS-ით ფიშინგთან დაკავშირებული თაღლითობა/სმიშინგი, წინასწარ ანგარიშსწორებასთან / საავანსო გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობა, გაცნობასთან დაკავშირებული თაღლითობა, პირადი მონაცემების მოპარვა

სტატია:
ფრთხილად იყავით ადამიანებთან ურთიერთობისას სოციალურ ქსელებში თაღლითობის თავიდან ასაცილებლად

SocialNetworking

SMS-ით ფიშინგთან დაკავშირებული თაღლითობა/სმიშინგი

სიფრთხილით მოეკიდეთ ტექსტებს, რომლებიც გთხოვთ ბმულზე დაუყონებლივ დაწკაპუნებას და რომლებსაც გადაჰყავხართ კომპრომეტირებულ ვებსაიტზე, ან გაიძულებთ, უნებურად გაამჟღავნოთ პერსონალური ინფორმაცია, რომელიც შეიძლება თქვენს საზიანოდ იყოს გამოყენებული.

დაკავშირებული მასალა:
პირადი მონაცემების მოპარვა, ფიშინგი, ანტივირუსულ დაცვასთან დაკავშირებული თაღლითობა, წინასწარ ანგარიშსწორებასთან / საავანსო გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობა, ლატარეასთან / პრიზის მიღებასთან დაკავშირებული თაღლითობა

Fraud-Icon-02

გადასახადების სფეროს თაღლითობა

მსხვერპლს უკავშირდება უცნობი ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ ის არის სამთავრობო უწყებიდან და რომ მსხვერპლს აქვს ვალი, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა დაფაროს, რათა თავიდან აიცილოს დაპატიმრება, დეპორტაცია ან მართვის მოწმობის/პასპორტის მოქმედების შეჩერება. მსხვერპლი იღებს მითითებას, გადაიხადოს გადასახადები გადარიცხვის ან წინასწარ გადახდილი სადებეტო ბარათის შეძენის გზით. სამთავრობო უწყებების თანამშრომლები არასოდეს ითხოვენ დაუყონებლივ გადახდას და არასდროს რეკავენ გადასახადების თაობაზე, ანგარიშის წინასწარ გაგზავნის გარეშე.

დაკავშირებული მასალა:
წინასწარ ანგარიშსწორებასთან / საავანსო გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობა, ზედმეტი თანხის გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობა

სტატიები:
Western Union დაჟინებით ურჩევს მომხმარებლებს სიფხიზლის შენარჩუნებას, როდესაც ხვდებიან თაღლითებს, რომლებიც ტელეფონით თავს საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებად ასაღებენ., გამოიჩინეთ კეთილგონიერება: იყავით სატელეფონო საგადასახადო სფეროს თაღლითებზე უფრო ჭკვიანი

Fraud-Icon-04

ტელემარკეტინგი

ზოგადად, ტელემარკეტინგი მოიცავს თითქმის ყველა კომერციულ ტრანზაქციას, რომელიც გულისხმობს ტელეფონის გამოყენებას მომხმარებლისა და სატელეფონო აგენტს შორის კავშირის დამყარებას თანხების გადარიცხვის მიზნით, მაგალითად, ნაღდი ფულის გადარიცხვის ან წინასწარ გადახდილ ბარათზე თანხების დარიცხვის გზით ტელემარკეტინგის საშუალებით შეთავაზებული ან გაყიდული საქონლის ან მომსახურების საფასურის გადახდის სახით, რომელიც ხშირად დაკავშირებულია „უფასო“ ან დიდი ფასდაკლებით დასვენების რეკლამირებასთან, პრიზებთან ან გათამაშებაში მოგებასთან, ან ჟურნალების „მომგებიან“ გაყიდვასთან.

დაკავშირებული მასალა:
ქველმოქმედებასთან დაკავშირებული თაღლითობა, წინასწარ ანგარიშსწორებასთან / საავანსო გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობა, უძრავი ქონების გაქირავებასთან დაკავშირებული თაღლითობა, ლატარეასთან / პრიზის მიღებასთან დაკავშირებული თაღლითობა, ინტერნეტ-ვაჭრობასთან დაკავშირებული თაღლითობა, პირადი მონაცემების მოპარვა

Fraud-Icon-05