< ინფორმაცია თაღლითობის შესახებ

განცხადება თაღლითობის შესახებ

თუ გახდით თაღლითების მსხვერპლი, იმოქმედეთ — შეატყობინეთ ამის შესახებ Western Union-ს, სამართალდამცავ და სხვა ორგანოებს, მაგალითად, ფედერალური სავაჭრო კომისიის მომხმარებელთა დაცვის ბიუროს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯებია მომავალში თაღლითობის თავიდან ასაცილებლად და სხვების დასაცავად თაღლითობისგან.

Western Union გამოყოფს მნიშვნელოვან რესურსებს — დაფინანსებას, პერსონალსა თუ ტექნოლოგიებს — თაღლითობის წინააღმდეგ საბრძოლველად და მომხმარებლების დასაცავად.

ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი მომსახურებით — ისინი ბევრს მუშაობენ შემოსავლის მისაღებად, ამიტომ ჩვენ ვებრძვით თაღლითობას და ვატყობინებთ მათ სხვადასხვა სახის თაღლითობის შესახებ მომხმარებლებთან მიმართებაში და ასევე, როგორ შეუძლიათ დაიცვან თავი. ჩვენ ვთანამშრომლობთ მედიასთან და მომხმარებელთა უფლებების დამცველ ჯგუფებთან, რათა ავამაღლოთ მომხმარებლების ცნობიერება და დავეხმაროთ ისეთი შემთხვევების თავიდან აცილებაში როდესაც მიმნდობი ადამიანები ხდებიან თაღლითობის მსხვერპლი.

დარჩით ინფორმირებული

Western Union მომხმარებლების განათლებისა და ცნობიერების ამაღლების გზით მათ ეხმარება, რომ ფულად გზავნილებთან დაკავშირებული თაღლითობის მსხვერპლი არ გახდნენ.

თვალი ადევნეთ ჩვენს გაფრთხილებებსა და განახლებებს

შეატყობინეთ Western Union-ს

Western Union-ში ყოველთვის ვწუხვართ, როდესაც ადამიანები გვატყობინებენ, რომ დაკარგეს თანხა თაღლითობის შედეგად. განსაკუთრებით შემაშფოთებელია სიტუაციები, როდესაც ბოროტმოქმედი იყენებს კანონიერ მომსახურებას მომხმარებლების მოტყუების მიზნით.

დარეკეთ ჩვენს თაღლითობასთან დაკავშირებულ ცხელ ხაზზე

თუ გამოიყენეთ ჩვენი ფულადი გზავნილის მომსახურება და თვლით, რომ ტრანზაქცია იყო თაღლითური, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით. მოგვიყევით, რა მოხდა. ჩვენ გვსურს, დაგეხმაროთ — ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაგვიკავშირდებით. ეს ძალიან მარტივია — ჩვენი უფასო ნომერი საქართველოში არის 0322473827. თუ გზავნილის თანხა არ არის გადახდილი, შეგვიძლია, შევაჩეროთ ტრანზაქცია და დაგიბრუნოთ თანხა.

თაღლითობის შესახებ განაცხადის ონლაინ-ფორმა

თუ თქვენი ტრანზაქცია იყო გადახდილი და გსურთ, შეატყობინოთ Western Union-ს თქვენი სიტუაციის შესახებ, შეგიძლიათ, შეიტანოთ საჩივარი თაღლითობასთან ბრძოლის დეპარტამენტში ნომერზე: 0322473827 ან გამოიყენოთ თაღლითობის შესახებ განაცხადის ჩვენი ონლაინ-ფორმა, რათა შეიტანოთ განაცხადი თაღლითობის შესახებ. ჩვენ მიერ მიღებული შეტყობინებები გვაძლევს საშუალებას უკეთ ვადევნოთ თვალი დარღვევებს და დავეხმაროთ სხვებს, რომ არ გახდნენ თაღლითობის მსხვერპლი მომავალში.

girl-copy-1
თაღლითობის შესახებ საჩივრის შეტანა სამართალდამცავ ორგანოებში

მოხსენება თაღლითობის შესახებ ზრდის ინფორმირებულობას და ცოდნას. გირჩევთ, მიმართოთ თქვენს ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს, თუ თვლით, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდით. ასევე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის სხვა რესურსებს.

თაღლითობის შესახებ შეტყობინება კრიტიკულად მნიშვნელოვანია: ის გვეხმარება სხვა მომხმარებლების ცნობიერების ამაღლებაში და შეუძლია, სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია ბაზარზე არსებული უახლესი თაღლითური ქმედებების შესახებ. ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ მსოფლიოს პოლიციის ორგანოებთან, მაგრამ მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენ არ გვაქვს სამართალდამცავი ორგანოების როლი, ბოროტმოქმედების დაჭერის მცდელობები კი საფრთხეს უქმნის როგორც ჩვენს აგენტებს, ასევე მომხმარებლებს. ამასთან დაკავშირებით და იმის გამო, რომ მიმღებებს თანხის გატანა ნებისმიერ დროს, მომსახურების სხვადასხვა პუნქტში შეუძლიათ, ჩვენ ვთანამშრომლობთ სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა მათ დავეხმაროთ გამოძიებაში და იმ პირების სამართლებრივ დევნაში, რომლებიც ჩვენი მომსახურებით თაღლითობის ჩადენის მიზნით სარგებლობენ.

კითხვები და პასუხები

ცოდნა დაგიცავთ. თქვენ ბევრს შრომობთ შემოსავლის მისაღებად და გჭირდებათ კომპანია, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ, როდესაც საქმე ეხება თქვენი თანხების მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან გაგზავნას. ამიტომ გვსურს, დაგეხმაროთ თაღლითობისგან თავის დაცვაში.

როგორ მოვიქცე, თუ ვთვლი, რომ გავხდი თაღლითობის მსხვერპლი?

დაუყოვნებლივ დარეკეთ ჩვენს თაღლითობასთან დაკავშირებულ ცხელ ხაზზე: 0322473827. თუ გააგზავნეთ თანხა, მაგრამ ის ჯერ არ არის გადახდილი მიმღებისთვის, შეგიძლიათ, შეაჩეროთ ტრანზაქცია.

რა ხდება, როცა შეგაქვთ განაცხადი თაღლითობის შესახებ?

მას შემდეგ, რაც შეიტანეთ განაცხადი ნომერზე: 0322473827 ან თაღლითობის შესახებ განაცხადის ჩვენი ონლაინ-ფორმის გამოყენებით, დაუკავშირდით ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს. Western Union მუშაობს უშუალოდ სამართალდამცავ ორგანოებთან მათი მოთხოვნით.

ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ მსოფლიოს პოლიციის ორგანოებთან, მაგრამ მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენ არ გვაქვს სამართალდამცავი ორგანოების როლი, ბოროტმოქმედების დაჭერის მცდელობები კი საფრთხეს უქმნის როგორც ჩვენს აგენტებს, ასევე მომხმარებლებს. ამასთან დაკავშირებით და იმის გამო, რომ მიმღებებს თანხის გატანა ნებისმიერ დროს, მომსახურების სხვადასხვა პუნქტში შეუძლიათ, ჩვენ ვთანამშრომლობთ სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა მათ დავეხმაროთ გამოძიებაში და იმ პირების სამართლებრივ დევნაში, რომლებიც ჩვენი მომსახურებით თაღლითობის ჩადენის მიზნით სარგებლობენ.

დააბრუნებს თუ არა Western Union ჩემს თანხას?

თუ თქვენ გადარიცხეთ თანხა და ის ჯერ არ არის გატანილი, დარეკეთ ჩვენს თაღლითობასთან დაკავშირებულ ცხელ ხაზზე: 0322473827 ტრანზაქციის შესაჩერებლად.

თუ თანხა არ არის გატანილი მიმღების მიერ, თქვენ მიიღებთ სრულ ანაზღაურებას, ტრანზაქციის საკომისიოს ჩათვლით.

თუ მიმღებმა წაიღო თქვენი ფული და თქვენ ეჭვი გაქვთ, რომ გახდით თაღლითობის მსხვერპლი, გირჩევთ, შეიტანოთ ოფიციალური განაცხადი თაღლითობის შესახებ Western Union-ში და შეატყობინოთ თქვენი სიტუაციის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს.

თანხის დაბრუნების შესაძლებლობის დასადგენად Western Union განიხილავს ყველა მოხსენებას თაღლითობის შემთხვევების შესახებ. ჩვენ ძალიან ბევრს ვშრომობთ თაღლითური ტრანზაქციების გამოსავლენად და ჩვენს სისტემებში მათი შემოღწევის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ თაღლითები საზრიანები არიან და მათი ტაქტიკა მუდმივად იცვლება. თაღლითობის თავიდან აცილების საუკეთესო გზაა ისწავლოთ თაღლითების და თაღლითური სქემების ამოცნობა.

რა ზომებს იღებს Western Union თაღლითობის თავიდან ასაცილებლად?

ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი მომხმარებლები, რათა მათ თაღლითობის შედეგად არ დაკარგონ თავიანთი შრომით მიღებული შემოსავალი. ამიტომ დავნერგეთ ათობით ხერხი ასეთი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის:

  • ავტომატური გაფრთხილება თაღლითობის შესახებ
  • თაღლითობის პრევენციის ინფორმაციის მოწოდება ჩვენს მომსახურების პუნქტებში
  • თაღლითობის პრევენციის რჩევები და რესურსები ვებსაიტზე www.wu.com/fraudawarenessFacebook-სა და Twitter-ზე
  • მონაწილეობის მიღება თაღლითობის პრევენციის დარგის ღონისძიებებში, მათ შორის, მსხვილ გამოფენებზე, სადაც ჩვენ ვაზიარებთ ინფორმაციას და რჩევებს, რათა დავეხმაროთ ადამიანებს, გამოავლინონ თაღლითობა და დაიცვან თავი თაღლითებისგან
რა მოვიმოქმედო სპამის ელწერილებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება Western Union-ს?

გადააგზავნეთ ელწერილი მისამართზე: spoof@westernunion.com. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამით განაცხადი არ ჩაითვლება შეტანილად; თუ თვლით, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდით, დარეკეთ ჩვენი თაღლითობასთან ბრძოლის ცხელ ხაზზე და შეგვაწყობინოთ დანაშაულის შესახებ, შემდეგ შეიტანეთ განაცხადი ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოში.

გარდა ამისა, გირჩევთ, გაუზიაროთ ინფორმაცია თაღლითობისა და ფიშინგის ელწერილების შესახებ თქვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ინფორმაციის ზეპირი გადაცემა არის თაღლითობის ხშირი შემთხვევების შესახებ მონაცემების გავრცელების ეფექტური გზა. სავარაუდოდ, სხვა ადამიანებიც, ისევე როგორც თქვენ, იღებენ არასასურველ ფიშინგის წერილებს.

რომელია თაღლითობის ყველაზე გავრცელებული ტიპები?

თაღლითობას მრავალი ფორმა შეიძლება ჰქონდეს და ბოროტმოქმედები მუდმივად ცვლიან ტაქტიკას, რათა იყვნენ ერთი ნაბიჯით წინ. შეიტყვეთ მეტი თაღლითობის ტიპების შესახებ.